Skip to content
26/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივებს წინააღმდეგ პოზიცია – არა მხოლოდ უვიცობის, არამედ ადამიანების სიცოცხლით სპეკულაციის გამოხატულებაა

მარშალ პრესი 26/06/2025
levan nikoleishvili

როდესაც ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზეა საუბარი, პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივების წინააღმდეგ პოზიცია – არა მხოლოდ უვიცობის, არამედ ადამიანების სიცოცხლით სპეკულაციის გამოხატულებაა – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, საგულისხმოა, რომ ახალი მიდგომით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანა და კონტროლი მთლიანად სახელმწიფოს კომპეტენცია ხდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წარსულში კერძო სექტორი ამ მიმართულებით არა მხოლოდ მოიკოჭლებდა, არამედ საზოგადოებაში არაერთი ეჭვის საფუძველსაც ქმნიდა. ამ ცვლილებების ფონზე არ არის გამორიცხული, რომ საქართველო მალე იქცეს სხვა სახელმწიფოებისთვის მისაბაძ ქვეყნად.

 

„როცა საქმე ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას ეხება, ამ მხრივ ვინც პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივებს ან ეწინააღმდეგება ან აკრიტიკებს პირდაპირ ვთქვათ ის უბრალოდ უვიცი კი არ არის, არამედ ჩვეულებრივი ნარკოტიკებით ადამიანების სიკვდილის მომხრეა ან შესაძლოა სხვის სიკვდილით გამდიდრების მოსურნე. საგულისხმოა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების შემომტანი და მაკონტროლებელი სახელმწიფო იქნება, კერძო სექტორი ამ კუთხით არათუ მოიკოჭლებდა და არამედ უამრავ ეჭვებსაც აჩენდა. ასე, რომ არ გამოვრიცხავ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საქართველო შესაძლოა სულ მალე ბევრი ქვეყნის სამაგალითო და მისაბაძი სახელმწიფოც კი გახდეს. ვინმეს ეჭვი ეპარება ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელი საზოგადოება სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი რომ უნდა იყოს?!“ – წერს ნიკოლეიშვილი.

Continue Reading

Previous: გურიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანსამბლ ,,შემოქმედის” წევრებს ეროვნულ პროექტ ,,ხალხურში” მხარის ღირსეულად წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადეს
Next: კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება სრულად იკრძალება, რადგან მომსახურების მიმწოდებელი სახელმწიფო იქნება, რომლის ინტერესი არა კომერციული მოგება, არამედ ადამიანის განკურნება იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025