Skip to content
26/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 26/06/2025
160

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

ამჯერად, ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონულ შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, რომელიც პროექტის – „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები -იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში მიმდინარებს.

25 ივნისს, ფორუმის პირველ დღეს, ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა არჩევნებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობასა და არჩევნების ისტორიაზე, ასევე ვრცლად ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ.

გიორგი შარაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა დეზინფორმაციაზე, როგორც საარჩევნო პროცესის გლობალურ გამოწვევაზე და ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

პროექტის ფარგლებში ოთხი რეგიონული შეხვედრა გაიმართება და მასში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

Continue Reading

Previous: გვასანქცირებენ და გვსჯიან იმიტომ, რომ არ ვუღალატეთ ბიძინა ივანიშვილს! აგერ ვართ და დაგვასანქცირეთ
Next: გერმანიის პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025