Skip to content
26/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას

მარშალ პრესი 25/06/2025
irakli kobakhidze

ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამგვარი პრაქტიკის აღკვეთას ისახავს მიზნად.

„მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მომავალ კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღოს. კანონით განისაზღვრება კონკრეტული ვადები, რომლის განმავლობაშიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გასატარებელი იქნება მთელი რიგი ღონისძიებები პროცესების შეუფერხებელი განხორციელებისთვის, მათ შორის პაციენტების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ არც ერთი ადამიანი, რომელიც ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამით სათანადოდ სარგებლობს, მედიკამენტის გარეშე არ დარჩება.

კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. ვერავის მივცემთ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. საზოგადოებას პერიოდულად წარვუდგენთ ინფორმაციას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე
Next: ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025