Skip to content
03/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას

მარშალ პრესი 25/06/2025
irakli kobakhidze

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ემსახურება სასმართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

„გახსოვთ, როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მათ შორის პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარა მაგალითად აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე, ბატონი ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

ისიც გახსოვთ, რომ მოგვიანებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა, ფაქტი დარჩა ფაქტად და არავის ამერიკის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის სამწუხაროდ, პასუხი საზოგადოების წინაშე არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება და რეალურად, კანონპროექტში ასახული ყველა ის ცვლილება, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ოპოზიცია ხალხის თვალში თავიდან ბოლომდე დისკრედიტებულია, ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები მუშაობენ საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
Next: რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ისინი ციხეებში – ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც სრული ფიასკოთი დასრულდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025