Skip to content
20/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შეურაცხყოფას, ცილისწამებას და ყველა მსგავს მანკიერ გამოვლინებას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან

მარშალ პრესი 25/06/2025
irakli kobakhidze

არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა, ამ მანკიერ პრაქტიკას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკანონმდებლო ცვლილება სრულად უნდა იყოს თავსებადი გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან.

„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი აღარ აქვს შეურაცხყოფასა და ცილისწამებას და ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში, ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: „ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა
Next: იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.