Skip to content
26/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, როგორც პანდემიის დროს, ახლაც დაუმტკიცებენ საზოგადოებას, რომ საექიმო საქმიანობის ღირსეული წარმომადგენლები არიან

მარშალ პრესი 25/06/2025
zaal mikeladze

„ჩვენ ერთად გავიარეთ კოვიდ პანდემიის პერიოდი და მაშინ, როდესაც მთელი რიგი მიმართულებით გვქონდა დეფიციტი, რომელიც ამ დაავადების სამედიცინო პერსონალში გავრცელებამ გამოიწვია, უმცროსმა ექიმებმა სერტიფიცირებული ექიმების ტოლფასად მოახერხეს გამოწვევასთან გამკლავება,“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ განაცხადა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ კანონპროექტი განიხილა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ ბევრი უმცროსი ექიმი შეძლებს წარმატებით გააგრძელოს საექიმო საქმიანობა. „ძალიან დიდი მადლობა კომიტეტს, კომიტეტის თავმჯდომარეს, ინიციატორებს, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელთანაც კონსულტაცია გავლილია და ზოგადად ხელისუფლებას, რომელმაც გამონაკლისის წესით მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რომლის უკანაც დგანან ჩვენთვის ძვირფასი, ჩვენი მომავალი კოლეგები. ჩვენ ერთად გავიარეთ კოვიდ პანდემიის პერიოდი და მაშინ, როდესაც მთელი რიგი მიმართულებით გვქონდა დეფიციტი, რომელიც ამ დაავადების სამედიცინო პერსონალში გავრცელებამ გამოიწვია, უმცროსმა ექიმებმა სერტიფიცირებული ექიმების ტოლფასად მოახერხეს გამოწვევასთან გამკლავება.

ესენი იყვნენ რეანიმატოლოგები, ოჯახის ექიმები, პედიატრები, ფსიქიატრები, ნარკოლოგები და სხვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი საექიმო მიმართულება მოხვდება ჩამონათვალში და მიეცემათ საექიმო საქმიანობის უფლება, რა თქმა უნდა, სასერტიფიკაციო გამოცდების გავლის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები შესაბამისად მოემზადებიან და კიდევ ერთხელ აჩვენებენ საზოგადოებას და ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებიც ცოტა სკეპტიკურად არიან განწყობილნი ამ ინიციატივის მიმართ, რომ ღირსნი არიან საექიმო საქმიანობის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარმატებით ჩააბარებს გამოცდას და მიღებული ქულებით ბევრ რეზიდენტურა გავლილ ექიმს აჯობებენ,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

Continue Reading

Previous: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნების – „აჭარა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე“ და „ეთნოგრაფიული აჭარა“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძესთან ერთად დაესწრო
Next: „ჯარის ბანაკი“ ოფიციალურად გაიხსნა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025