Skip to content
25/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მთავარ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩიეს

მარშალ პრესი 24/06/2025
giorgi gvarakidze

საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გვარაკიძის კანდიდატურას 83 ხმით აირჩია.

კენჭისყრამდე გიორგი გვარაკიძეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა უწყების განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარადგინა და დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი.

 ახალი გენერალური პროკურორი 6 წლის ვადით აირჩიეს. 

გიორგი გვარაკიძემ,  საქართველოს პროკურატურაში მუშაობა 2003 წელს სტაჟიორ პროკურორის პოზიციიდან დაიწყო და წლების განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას. იყო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის  მოადგილე-საგამოძიებო ნაწილის უფროსი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი;  ქუთაისის რაიონული პროკურორის მოადგილე; თბილისის პროკურორი და სხვა.

ასევე, გიორგი გვარაკიძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში იკავებდა სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და  სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობებს. 

გიორგი გვარაკიძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭომ წარადგინა.

Continue Reading

Previous: ეკონომიკის მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა
Next: „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ჩვენ შეგვაქვს ის ცვლილებები, რომელიც ეკადრება დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც მოსამართლე და მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის დაცული უმაღლეს დონეზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025