Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 24/06/2025
tea tsulukiani1

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ, შესაბამისად, მათ მიმართ არსებობს კითხვები.

როგორც წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში განმარტა, მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “მე ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”.

“მრავალი საქმეა, სადაც ხაზარაძე და ჯაფარიძე ფიგურირებენ. მრავალი კითხვაა მათთან, დაწყებული ერთ-ერთი პირველი საქმიდან რომელიც ჩვენ მოვისმინეთ და ბატონი, ჯემალ ლეონიძე იყო მოსული. ბიზნესმენი, რომელიც რეალურად კეზერაშვილმა ხაზარაძის, ჯაფარიძის და “თიბისი” ბანკის ხელით ქონება წაართვა. იმიტომ, რომ ეს ადამიანი ეწინააღმდეგებოდა ამგვარ ყაჩაღობას, ის მოხვდა საპატიმროში და რეალურად გააუბედურეს. ეს იყო პირველი საქმე. შემდეგ იყო არაერთი საქმე, იგივე ლისის ტბის საქმე, სადაც ბატონ ახვლედიანს მოვუსმინეთ. სხვა საქმეშიც იკვეთებოდა, მოქალაქეები მოდიოდნენ და ეს პროცედურა იყო საჯარო და ამბობდნენ, რომ – მე ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით. შესაბამისად, არსებობს კითხვები რა ხდებოდა? როგორ ხდებოდა? რა სქემა იყო და იყო თუ არა ეს დანაშაულებრივი სქემა? ვერავინ ვერ იტყვის იმას, თუ ოდნავ ობიექტურობაზე აქვს პრეტენზია, რომ დაბარება არის გაუგებარი და კითხვები რა არის ვერავინ ვერ ხვდება. მათ აირჩიეს პირველად აბსოლუტურად ზერელე და მათი ასაკისთვის შეუფერებელი ქცევა თუ პოზიცია, რომ – არ მოვალ. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ბიჭების ერთი კატეგორია კლასში ბოლო მერხზე რომ ისხდნენ და ამბობდნენ, რომ დაფასთან არ გამოვიდოდნენ, მაშინ რატყომ დადიხარ სკოლაში”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება
Next: გიორგი ვაშაძე დაპატიმრების მოლოდინშია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025