Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

როდესაც გახარია გამოცხადდა კომისიის წინაშე, მან გაუშვა შანსი იმისა, რომ ჩვენთან ერთად კომისიაზე ყოფილიყო მისი პარტიის ორი წარმომადგენელი – თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 23/06/2025
tea tsulukiani

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა “ღამის კურიერის” ეთერში პასუხი გასცა ოპოზიციონერი კოლეგების ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია კონსტიტუციის დარღვევით არის შედგენილი.

მისი თქმით, ეს ასე არ არის, რადგან კომისიაში გათვალისწინებულია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ადგილები, რომლებსაც უფლებამოსილება ჯერ არ შეწყვეტიათ.

“დღეს, ჩვენ კომისიაში ვართ არასრულად დაკომპლექტებულები სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია სრულად არ არის. დღემდე, იმ ოპოზიციის ადგილები, რომელიც აირჩიეს პარლამენტში მაგრამ არ შემოვიდნენ, ვისაც უფლებამოსილება ჯერ არ შესწყვეტიათ, არის ცარიელი, როგორც კომისიაში, ისე პლენარულ დარბაზში. ის, რომ ისინი არ შემოდიან პარლამენტში, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ სუნთქვა უნდა შეწყვიტოს და სახელმწიფო ინსტიტუტებმა მუშაობა გააჩერონ, რადგან მათ რაც არ უნდა არ სიამოვნებდეთ, “ქართული ოცნება” არის უმრავლესობაში და ის არის უფლებაუნარიანი, კანონის მიზნებიდან გამომდინარე და იმ შინაარსიდან გამომდინარე, რასაც უფლებამოსილება უნარიანობას კანონი ეძახის, პარლამენტს შეუძლია, რომ გამართულად იმუშაოს, მაგრამ მათი ადგილები, ვისაც უფლებამოსილება არ შესწყვეტია და ასეთია გახარიას პარტია, კომისიაშიც კი ვაკანტურია. თქვენ ხედავთ ალბათ, რომ მაგიდის გარშემო არაერთი ცარიელი ადგილია და როდესაც გახარია გამოცხადდა კომისიის წინაშე, მან გაუშვა შანსი იმისა, რომ ჩვენთან ერთად ყოფილიყო მისი პარტიის ორი წარმომადგენელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Continue Reading

Previous: კომისიაზე არ გამოცხადება ისჯება კანონით. არ გამოცხადდნენ და დაისაჯნენ. სად არის პოლიტიკა?
Next: ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025