Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ელჩების უმრავლესობა, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად – ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს

მარშალ პრესი 23/06/2025
dimitri khundadze

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე პარტიის მიერ გავრცელებულ წერილზე მედიასთან კომენტარს აკეთებს და ევროკავშირის ელჩის ქმედებებს აფასებს.

დიმიტრი ხუნდაძის განმარტებით პაველ ჰერჩინსკი „დიფ სთეითის“ დავალებებს ასრულებს – ცდილობს საზოგადოება დააპირისპიროს და ქვეყანაში სიძულვილის ენა და აურზაური დათესოს.

“სამწუხაროა, რომ ელჩების უმრავლესობა და მათ შორის, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გვევლინება “დიფ სთეითის” აქტივისტად და რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერად. ისინი არღვევენ ვენის კონვენციას და ასრულებენ “დიფ სთეითის” დავალებებს, რომ რამენაირად გახლიჩონ საზოგადოება, ასევე ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც ხელისუფლების მხარდამჭერია, გამიჯნონ ერთმანეთისგან, დათესონ სიძულვილის ენა, აურზაური ქვეყანაში და ძალადობრივი გზით მოახდინონ, რადიკალური ოპოზიციის ხელით, ხელისუფლების შეცვლა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, არ ჯდება არც პარტნიორულ ურთიერთობაში და ამას კრძალავს ვენის კონვენციაც, რომლის წინაშეც ვალდებულები არიან ელჩები, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ჩაერიონ და ურთიერთობები დაალაგონ,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, სოფელ სარფის სანაპირო ზოლში, ტურისტული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა
Next: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.