Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა, არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი – „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე, მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები

მარშალ პრესი 23/06/2025
irakli kobakhidze2

საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე საქართველოში.

„საპარლამენტო გამოძიება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. შესაბამისად, როდესაც უპატივცემულობა არის გამოხატული საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიმართ, ამას ნებისმიერ ქვეყანაში უპირისპირდება სათანადო სანქციები. ეს სანქციები ბევრ ქვეყანაში არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. ჩვენთან მაქსიმალური სასჯელი არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. როდესაც საგამოძიებო კომისიაზე არ მიდიხარ, ეს არის მძიმე სამართალდარღვევა თავისი შინაარსით შესაბამისად, მას აქვს დანაშაულის კვალიფიკაცია. არის არაერთი ევროპული ქვეყანა, სადაც სანქცია არის კიდევ უფრო მკაცრი ასეთ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით. ჩვენს შემთხვევაში არის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. „დიფ სთეითი საერთოდ არ ღელავს თავისი აგენტების ბედზე. მათ ხანდახან ურჩევნიათ კიდეც, ციხეში ჰყავდეთ საკუთარი აგენტები – ეს ძალიან ტრაგიკული და სამწუხარო მოვლენაა“, – განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს
Next: ჩემთვის უმძიმესი მოსასმენი იყო რომან შამათავას მიერ დახვრეტილი და ზღვაში გადაგდებული პაატა ქარდავას შვილის მოსმენა, რა აქვს გადატანილი ხალხს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ან როგორ გაუძლეს ამხელა უბედურებას, თუმცა ბევრმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025