Skip to content
24/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ერთადერთი ვარაუდი რასაც ვფიქრობ, თუ რატომ უნდა გაეწირათ მამა, ეტყობა ვერ მოუგონეს ვერაფერი, პირიქით მამა ფლობდა მათზე რაღაც ინფორმაციას და სწორედ მაგიტომაც მოკლეს. ალბათ რაღაც ისეთი ნახა ან გაიგო, რის გამოც გაწირეს

მარშალ პრესი 23/06/2025
qristine qardava5

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც პაატა ქარდავას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმე განიხილება, პაატა ქარადავას შვილმა, ქრისტინე ქარდავამ ისაუბრა. ქრისტინე ქარდავა გამოთქვამს ვარაუდს, რომ მამამისმა სვანეთში ყოფნისას ისეთი რამ შეიტყო, რის გამოც იგი „ნაციონალურმა მოძრაობა“ გაწირა.

„ამას საჯაროდაც ამბობდა ხოლმე, რომ ისე მიატოვეს ქალაქი, გაიქცნენ და ვის შეატოვეს. სულ ვეხვეწებოდი, რომ არ ეთქვა მსგავსი რაღაცები, რა იცი რა ხდება, ვინმემ რამე რა მოგიგონოს, რამე არ თქვან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მამა ომის პერიოდში იყო სვანეთში ასული, მის ყოფილ უფროსს დასჭირდა რაღაც დახმარება და მამამ აიღო ეს პასუხისმგებლობა და ავიდა სვანეთში. ერთადერთი ვარაუდი რასაც ვფიქრობ, თუ რატომ უნდა გაეწირათ მამა, მამას, რომ რამე დანაშაული ჰქონოდა, დარწმუნებული ვარ საჯაროზე გამოიტანდნენ ამას და იცით თქვენ იმ დროს მარტივად შეეძლოთ ბევრი რაღაცის დაბრალება, მაგრამ ეტყობა ამ ადამიანს ვერ მოუგონეს ვერაფერი, პირიქით მამა ფლობდა მათზე რაღაც ინფორმაციასა და სწორედ მაგიტომაც მოკლეს. ალბათ რაღაც ისეთი ნახა ან გაიგო, რის გამოც გაწირეს. დილით წავიდნენ და საღამოს ჩამოვიდნენ“,-განაცხადა ქრისტინე ქარდავამ.

Continue Reading

Previous: მოიტანეს ინფორმაცია, რომ მამა მანქანიდან ორმა პიროვნებამ გადმოიყვანა, ჩამოცმული ჰქონდა შავი ქუდი და ნებით რომ არ მოდიოდა, ეტყობოდაო – შევატყობინეთ გამომძიებელს, რომ არის პიროვნება, ვინც ადასტურებს, მამა რომ სხვა მანქანაში გადასვეს, მაგრამ ეს პიროვნება გაქრა
Next: იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას ხელმძღვანელობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში მონაწილეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025