Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მავნებელ პოლიტიკურ აქტორებს “ენჯეოელი” არ ეწოდება, ის ჩვენი დროის “შულავერის კომიტეტჩიკია”

მარშალ პრესი 23/06/2025
gia abashidze

“პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩართვისას დიპლომატმა დავით ბაქრაძემ აშშ-ში მის ელჩობის პერიოდის გამაოგნებელი ფაქტები გაიხსენა – ნაცაგენტურის, ე.წ. “ენჯეოელების” გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ვაშინგტონში” – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძის თქმით, ზნედაცემულნი არიან კრებსითი ბათუ ქუთელიები, ეკა გიგაურები, სოროსის ფონდის, “ისფედისა” თუ საიას სხვადასხვა უსამშობლო არსებები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ყალბი საფარველით დივერსანტობენ აშშ-ში ქართული სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური დაზიანებისთვის.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე ჩართვისას დიპლომატმა დავით ბაქრაძემ აშშ-ში მის ელჩობის პერიოდის გამაოგნებელი ფაქტები გაიხსენა – ნაცაგენტურის, ე.წ. “ენჯეოელების” გაშმაგებული ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ ვაშინგტონში.

როგორი ზნედაცემულნი არიან კრებსითი ბათუ ქუთელიები, ეკა გიგაურები, სოროსის ფონდის, “ისფედისა” თუ საიას სხვადასხვა უსამშობლო არსებები, რომლებიც სამოქალაქო სექტორის ყალბი საფარველით დივერსანტობენ აშშ-ში ქართული სახელმწიფოს ინტერესების მაქსიმალური დაზიანებისთვის.

ის ნორმა, რომ სამოქალაქო სექტორი საზოგადოების ინტერესების სადარაჯოზეა, რადიკალურმა ნაცოპოზიციამ დიდი ხანია გააცამტვერა საქართველოში და ამით წაბილწა მრავალი სხვა პატიოსანი არასამთავრობო ორგანიზაცია. მავნებელ პოლიტიკურ აქტორებს “ენჯეოელი” არ ეწოდება, ის ჩვენი დროის “შულავერის კომიტეტჩიკია”, რომელსაც მოღალატის საზოგადოებრივი დამღა ვერასდროს მოშორდება, ხოლო მართლმსაჯულებამ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობებზე ფაქტებზე დაყრდნობით უნდა თქვას თავისი სიტყვა. „ – წერს აბაშიძე.

Post navigation

Previous: მამა თურმე სთხოვდა, რომ არ გადაეგდოთ ზღვაში, რადგან ცურვა არ იცოდა. კიდევ ჰქონდა იმედი ალბათ, რომ არ მოკლავდნენ
Next: ჰერჩინსკი ეჭვქვეშ აყენებს პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულისა და სამართალდამცავისთვის შეურაცხყოფაში ბრალდებულის დაკავების კანონიერებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.