Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის

მარშალ პრესი 23/06/2025
irakli

მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარია თუ მართალია, მის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილისმომგვრელია, ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.

რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე. ჩემთვის სურათი არის დღესავით ნათელი, ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა: მამა, რომელიც იყო გმირი, უდანაშაულოდ მომიკლეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე
Next: ისევე როგორც ცინდელიანის შემთხვევაში, ადამიანი ქუჩიდან არის გატაცებული – ეს მიუთითებს, რომ ისეთი ადამიანების მოშორება უნდოდათ, ვინც ამბობდა, რომ ომის დროს დაშვებული იქნა ფატალური ან ლაჩრული შეცდომები, ასეთი იყო მუხროვანის ამბავიც და ასეთია ამ კონკრეტული ადამიანების უმძიმესი ხვედრიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.