Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი – კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება კორუფციაზე, კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი

მარშალ პრესი 21/06/2025
irakli kircxalia

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავება შეაფასა, რომელსაც სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დააკავა.

კირცხალიას განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა სახელს, გვარსა და თანამდებობას, ვინაიდან კანონი უზენაესია და ნებისმიერი პირის მიმართ, კორუფციის გამოვლენის შემთხვევაში, კანონი იქნება უმკაცრესი. “არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, თანამდებობას, ყოფილი თანამდებობის პირი იქნება თუ მოქმედი თანამდებობის პირი, ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. კანონი უზენაესია ყველასთვის, ასე რომ, ხელი ნურავის წაუცდება იმაზე, რასაც ჰქვია კორუფცია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ კანონი იქნება ნებისმიერ პირთან უმკაცრესი,” – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Continue Reading

Previous: ნებისმიერი ადამიანი, ეს იქნება მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი, არის თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ამიტომ სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ექნება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცდომას ჩაიდენენ
Next: ისეთი ამბავი აქვს ატეხილი ოპოზიციას ჯარიმებსა და დაკავებებზე, გეგონება ჩვენმა ხელისუფლებამ მოიგონა და ერთადერთნი ვართ მსოფლიოში – გადახედონ, თუ რა სასჯელია მსგავს მოქმედებებზე ევროპულ წამყვან ქვეყნებში და ამის შემდეგ აპროტესტონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025