დიდი ბოდიშის მოხდით, რა გამარჯვების აღლუმის ჩაბარებას სთხოვს გიორგი თარგამაძე მელიას?

2505
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
 „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“დიდი ბოდიშის მოხდით, რა გამარჯვების აღლუმის ჩაბარებას სთხოვს გიორგი თარგამაძე მელიას?

ანუ რატომ არ მოატყუე ხალხი და რატომ არ გამოაცხადე ეს გაუგებრობა გამარჯვებადო – მაგას ემართლება?
როდის მიხვდებიან დინოზავრები, რომ ხალხის მოტყუება რთულია დღევანდელ დღეს?
თქვენ რომ მოტყუებული გგონიათ, ის ხალხი კი არ ტყუვდება – ნიჰილისტადაა ქცეული აფერისტი პოლიტიკოსების ხელში და მაგიტომ არ გამოდის აქციაზე.
ნუ უკიჟინებთ პოლიტიკოსებს ხალხი მოატყუონ.
არ არის პოლიტიკა ბინძური საქმე. შეწყვიტეთ პრიმიტიული მაკიაველიზმი.” – წერს ჩერგოელიშვილი.
კომენტარები
IMG.GE
მოწონება