Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სურსათის სააგენტომ ქვეყნის გარედან შემოტანილი საზამთრო და ნესვი ნიტრატების შემცველობაზე შეამოწმა

მარშალ პრესი 21/06/2025
sazzmtro

სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ  კულტურებს – საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. დღეის მდგომარეობით, ბაზარზე ძირითადად  იმპორტირებული პროდუქტი იყიდება.

მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია   იმპორტირებული საზამთროს  და ნესვის 41 ნიმუში.  კვლევის შედეგებით,    ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას – 90 მგ.კგ,   მხოლოდ ორ შემთხვევაში აღემატებოდა. ნესვის ნიმუშებში ერთ შემთხვევაში მცირედით  აჭარბებდა  დადგენილ მაჩვენებელს  და 98,3 მგ.კგ. იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში  – 140 მგ.კგ-ს შეადგენდა. 

შედეგად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გაატარა კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები და ბიზნესოპერატორს დაავალა აღნიშნული სურსათის ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.  

სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს. 

 

Post navigation

Previous: ჯანდაცვის მინისტრი სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს შეხვდა
Next: ებრძვი შიდა და გარე მტრებს, საქართველოში მშვიდობა გინდა შეინარჩუნო და ამ დროს ვიღაც “ჩინოვნიკუშკამ” გადაწყვიტა ფულები აკეთოს!?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.