Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

დაკავებულია ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე

მარშალ პრესი 21/06/2025
romeo

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომე მიქაუტაძე დააკავა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონოდ შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.

2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე პერიოდში რ.მ-ს სხვადასხვა მაღალი თანამდებობა, მათ შორის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები ეკავა. ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე, გამოვლენილია, რომ რ.მ თანამდებობრივ გავლენას სანაცნობო წრისა და გამოცდილებას პირადი სარგებლის მიღების მიზნით უკანონოდ იყენებდა ენერგეტიკულ სფეროში სხვადასხვა პირისთვის არამართლზომიერი უპირატესობის მისანიჭებლად. ამ პირებისთვის უკანონო დახმარების გაწევის სანაცვლოდ კი, ის მათგან ენერგო კომპანიებში, ჰესებში, საწარმოს წილებს იღებდა, რომელთა რეალური მესაკუთრე თვითონ იყო, ხოლო წილები ოფიციალურად სხვა, თავისი ნდობით აღჭურვილ პირებზე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნული უკანონო საქმიანობის შედეგად რ.მ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი მიიღო. ამასთანავე, რ.მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მაღალ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის, ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივ უფლებამოსილებას სისტემატურად ბოროტად იყენებდა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“,- განაცხადეს სუს-ში.

Continue Reading

Previous: ირან-ისრაელის დაპირისპირება და მუსლიმი მიგრანტების მხრიდან ამაში ევროპის ჩართვა „დიფ სთეითს“ აწყობს, რათა მთლიანად ევროპა მოშალოს
Next: ჯანდაცვის მინისტრი სომხეთის შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025