Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

23 ივნისიდან, 12 კლასის დასრულების დამადასტურებელი ატესტატის გაცემა იწყება

მარშალ პრესი 19/06/2025
iustitsiis-sakhli

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 23 ივნისიდან იწყებს სრული ზოგადი განათლების (მე-12 კლასი) დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღებას.

ატესტატის მისაღებად განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში.

ატესტატის მისაღებად განაცხადი შეიძლება წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე სკოლადამთავრებულმა მოსწავლემ ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა (მინდობილმა პირმა), ან 18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში – მშობელმა.

31 დეკემბრის ჩათვლით, მზა დოკუმენტი განცხადების ჩაბარებიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ გაიცემა.

მატერიალური ატესტატის მიღების შემდეგ დაინტერესებულ პირს შეუძლია ელექტრონული პორტალიდან – my.gov.ge-დან ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა, რომელსაც დედნის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. ელექტრონული ატესტატის ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი, განცხადების ჩაბარებისას განმცხადებლისათვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით.

რაც შეეხება საბაზო (მე-9 კლასი) ზოგადი განათლების ატესტატს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საბაზო ზოგადი განათლების პირველადი ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, ვინც 2025 წლის მარტში, ექსტერნატის ფორმით დაძლია საფეხური და მოიპოვა საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მიღების უფლება.

Continue Reading

Previous: საპარლამენტო არჩევნებზე – ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე – ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ
Next: ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი ალტერნატივა –  ან ჩვენი წესებით ინიშნება არჩევნები,  თუ არადა, მას, გაცილებით მძიმე ფასის გადახდა მოუწევს – გიორგი ვაშაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025