მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე – ცდილობენ, თავისი გეგმა მოქმედებაში მოიყვანონ, რაც არ გამოუვათ, ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის სადარაჯოზე

IMG.GE

ჩვენ მოვუწოდეთ, გაემიჯნეთ იმ გეგმას, რომელშიც ჩვენ გამხილეთ. ისინი არათუ გაემიჯნენ, დღეს, უკვე მტკიცებულებების დონეზე ადასტურებენ თავადვე ამ მოწოდებებით, რომ ისინი ამ გეგმას ელოდებოდნენ – ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ უნდა იმაზე აქცენტის გადატანა, რომ საქართველომ ბევრი ბრძოლის, ბევრი ფეიკ ნიუსის, ბევრი ლობისტის ძალიან ცუდი საქციელის, თუ მათი დავალების მიმცემის ძალიან ცუდი საქციელის მიუხედავად, მაინც წინ წაიწია და ევროკომისიის პოზიციაში გაჩნდა ასეთი ტერმინი – „ევროპული პერსპექტივა“ და მიიღო ევროპერსპექტივა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ისინი ამ გადაწყვეტილების მეორე ნაწილზე ამახვილებენ მხოლოდ ყურადღებას და ცდილობენ, თავისი გეგმა მოქმედებაში მოიყვანონ, რაც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ამავდროულად ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის სადარაჯოზე.

„ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ მოვუწოდეთ, აქ სასპეკულაციო რომ არაფერი იყოს და რაღაც გავლენა თუნდაც რომელიმე ნეგატიურ პუნქტზე ან შედეგზე არ იქონიოს ამ ყველაფერმა, გაემიჯნეთ იმ გეგმას, რომელშიც გამხილეთ. ისინი არათუ გაემიჯნენ დღეს, უკვე მტკიცებულებების დონეზე ადასტურებენ თავადვე ამ მოწოდებებით, რომ ისინი ამ გეგმას ელოდებოდნენ. ამ გეგმის საფუძვლად იმას ელოდებოდნენ, რასაც ახლა მოიხსენიებენ ამის საფუძვლად და საერთოდ არ უნდათ იმაზე ყურადღების გამახვილება და აქცენტის გადატანა, რომ ამასობაში საქართველომ ამ ბევრი ბრძოლის მიუხედავად, ბევრი ფეიკ-ნიუსის მიუხედავად, ბევრი ლობისტის ძალიან ცუდი საქციელის თუ მათი დავალების მიმცემის ძალიან ცუდი საქციელის მიუხედავად, მაინც წინ წაიწია და ევროკომისიის პოზიციაში გაჩნდა ასეთი ტერმინი – „ევროპული პერსპექტივა“ და მიიღო ევროპერსპექტივა. ამის მიუხედავად, ისინი ამ გადაწყვეტილების მეორე ნაწილზე ამახვილებენ მხოლოდ ყურადღებას და ცდილობენ, რომ თავისი გეგმა მოქმედებაში მოიყვანონს ამის საფუძველზე, რაც არ გამოუვათ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის, ამავდროულად ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის სადარაჯოზე. ამიტომ არის რომ ამხელა მხარდაჭერა გვაქვს დღეს ჩვენ, რომელითაც თამამად ვსაუბრობთ თქვენს, ქართული საზოგადოების და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
IMG.GE
გაზიარება