Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სოზარ სუბარმა პარლამენტის აპარატის სტაჟიორებთან შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 19/06/2025
496511217_1069850075105200_3783421745470898655_n

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ქვეყანაში მიმდინარე, ასევე გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომელთა წინაშეც დგას დღეს საქართველო და მთელი მსოფლიო. „ახალგაზრდებთან ვისაუბრე ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. განვიხილე მსოფლიოში დღეს მიმდინარე პოლიტიკურ ძალთა ახლებურად გადანაწილების საკითხი და ამ კონტექსტში განვუმარტე ჩვენს სტაჟიორებს, რატომ და რა ვითარებაში შეიქმნა „ხალხის ძალა“, ჯერ როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა და შემდეგ – როგორც პოლიტიკური პარტია.

ავუხსენი, რომ უკრაინის ომის ფონზე საქართველო სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და საჭირო გახდა საზოგადოების უფრო ფართოდ ინფორმირება ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ და სწორედ ამ ნიადაგზე შეიქმნა ჩვენი პოლიტიკური პარტია, რომელმაც (დრომ გვიჩვენა) მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდებმა პარლამენტის ვიცე-სპიკერისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

Continue Reading

Previous: რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ევროპარლამენტმა რიგით მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო საქართველოს წინააღმდეგ – დემოკრატიის მანტიამოსხმულები, საბჭოთა ტრადიციების დაბრუნებას ითხოვენ. უფლებების დაცვის მოტივით, თავისივე ხელით უთხრიან ძირს ადამიანის უფლებებსაც და სახელმწიფოსაც
Next: საპარლამენტო არჩევნებზე – ეუთო/ოდირს ვინ ეკითხებაო, თვითმმართველობის არჩევნებზე – ეუთო/ოდირი როგორ არ ჩამოგყავთო, არჩევნებს რომ აგებენ, მერე ხალხს აბრალებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025