Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შამათავამ პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები გამოუბია და ზღვაში ჩაუძირია

მარშალ პრესი 19/06/2025
03

ჩააბარეს რომან შამათავას. დანგრეულ შენობაში შეიყვანა თუ მანქანაში დაიმარტოვა და ნახევრად სიცოცხლე იქ მოუსპო. ეს იქიდან ჩანს, რომ მანქანიდან რომ გადმოუყვანიათ და დასახვრეტად მიჰყავდათ ჩემი შვილი, ფეხზე ვერ დგებოდა, ჯანღონით სავსე ბიჭი, მიწაზე ჯდებოდა თურმე. ჩემი თვალით წავიკითხე ყველაფერი და სასამართლო პროცესებზე დაამტკიცეს ყველაფერი მოწმეებმა, ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი ყველაფერი, – ამის შესახებ დავით ცინდელიანის დედამ თამარ არღვლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც დავით ცინდელიანის სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეს განიხილავენ.

თამარ არღვლიანის თქმით, როინ შამათავამ პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა დავით ცინდელიანი, გარდაცვლილს კი წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები გამოაბა და ზღვაში ჩაძირა.

„ნავი წინასწარ ნაშოვნი ჰქონიათ. მაშინდელი აჭარის კუდ-ის უფროსის, თეიმურაზ პატარიძისგან, სანაპიროზე ის ხვდებოდა იცოდნენ. ორ კუდ-ის თანამშრომელს აქეთ-იქიდან მოუკიდიათ ხელი, თავზე შავი ტომარა ჩამოუცვიათ. იმ დღეს ტელეფონით დაბარებული ერთ-ერთი კუდ-ის თანამშრომელი ონისე კვაშილავა, ქრისტიანი კაცი, სურათებს უღებდა უკნიდანო. ეს რომ დაუნახავს ქილერ, ნარკომან შამათავას უთქვამს, მოდი უზბეკ ფოთში წაგვყევიო. სხვა რა გზა ჰქონდა იმასაც და გაჰყოლია უკან. ჩამსხდარან ნავში, წინ გიორგი ჩიქოვანი, ნავის მძღოლი და ეს სადისტი შამათავა უკან, ჩემი შვილი და კვაშილავა. რომ შესულან ზღვაში, 2-3 კილომეტრზე შევიდნენ, ტალღების შედეგად ნავი რომ მოძრაობდა, კვაშილავა შეეკითხა თურმე, რა არისო და გვერდებისკენ უნიშნებია ხელი. სიტყვებით არაფერს არ ამბობდა ის, არც არ დამხვრიტოთო, არც არაფერს. შამათავას უბრძანებია, ააყენე და წინ დასვიო ნავის კიჩოზეო. ააყენა თუ არა, იმ წუთშივე ამოიღო თავისი იარაღი, პირდაპირ თავში დაახალა და ერთი გასროლით მოკლა. ესე უთქვამს, აი რა მაგარი იარაღი ყოფილა, მეორე გასროლა აღარ დამჭირდაო. იქვე დაცემულა, ნავში სისხლის გუბე დამდგარა. წინასწარ გამზადებული ბეტონის ფილები მოუმარჯვია, გამოუბია ისინი და ზღვაში ჩაუძირია“, – განაცხადა თამარ არღვლიანმა.

Continue Reading

Previous: ორჯერ შევხვდი სადისტ სააკაშვილს, ყველაფერი მოვახსენე, ვისი დავალებით ჩამოვიდა ქუთაისში, რომელ ადგილას იყო, ქუთაისის სპეცრაზმმა რომ აიყვანა – ორჯერვე მითხრა, აუცილებლად დაგეხმარები და გამომძიებლების მეშვეობით გაიგებო, ისინი მეუბნებოდნენ, ცოცხალია და დაგიბრუნდებათო
Next: ჩემდა გასაკვირად, პარლამენტში იყო გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, გახარიას ვკითხე, საიდან აღმოჩნდა აქ, მან როგორც სჩვევია, ცინიკურად მიპასუხა, რუსთაველზე სეირნობდა და ჩემებმა ამოიყვანესო – ჩემი შეფასებით, ეს ადამიანი [გახარია] იყო აბსოლუტურად ჩამოშლილი და არაკომპეტენტური

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025