Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება

მარშალ პრესი 18/06/2025
irakli kobakhidze

იუსტიციის სახლის საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა, გაგრძელდება ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებზე ზრუნვა და სახელმწიფო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

„იუსტიციის სახლებში არის ხელმისაწვდომი დაახლოებით 500 სხვადასხვა საჯარო მომსახურება. საგარეჯოში უზრუნველყოფილი იქნება უახლოესი ტექნიკით აღჭურვილი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას. მისასალმებელია, რომ საგარეჯოს შეემატა თანამედროვე ტიპის გამორჩეული არქიტექტურის კიდევ ერთი ნაგებობა. ახალი შენობა ერთიან, თანამედროვე სივრცეში აერთიანებს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა სამსახურს. მთლიანობაში, იუსტიციის სახლში 20-მდე თანამშრომელი იქნება დასაქმებული კომფორტულ გარემოში.
საგარეჯოს იუსტიციის სახლი მთლიანად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, წარმატებით ფყნქვიონირებს მობილური იუსტიციის სახლის პროექტი, რომლის სერვისითაც კახეთში 15 სოფლის 24 000-მა მცხოვრებმა ისარგებლა.

“ეს მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იზრდება წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის მთავარი მიდგომა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. საგარეჯოს ფილიალი კახეთის რეგიონში – მე-19, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 125-ეა. გაგრძელდება მომავალშიც ზრუნვა ამ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაზე. საბოლოო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თითოეული მოქალაქე იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი სერვისებით და სათანადო ხელმისაწვდომობით. მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს, იუსტიციის მინისტრს, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ასევე საგარეჯოს ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც იყო ჩართული ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში.“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: გაკოტრებული ოპოზიცია ფონს გასვლას, დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობს, დღეს ახალი ფეიკი გაავრცელეს, თითქოს მიშა მესხი პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მრჩევლად დაინიშნა. მიშა მესხის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა მოკლე ფეხებიანიტყუილია
Next: ბევრ ქვეყანას სხვადასხვა მიზეზით არ აწყობს ეს გადაწყვეტილება, ჯერ ეს ერთი, ევროპის ავტორიტეტია. მეორეც, არის გარკვეული თემები, რომელიც ევროპისთვის არანაირად არ არის მისაღები

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025