Skip to content
19/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

მარშალ პრესი 18/06/2025
160
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, სულთან აბდულრაჰმან ალ მარშადს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
განიხილეს ორ  ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოზიტიურ დინამიკას და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს, მათ შორის − ენერგეტიკის, საგზაო, საპორტო ინფრასტრუქტურის, აეროპორტების სფეროებში.
საუდის არაბეთის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: მშვიდობა, რაზეც ასე უყვართ ქილიკი სამშობლოს განცდისგან გაუცხოებულ სუბიექტებს, არის არა სტატუს კვო, არამედ ყოველდღიური ძალისხმევის, გონიერების და დიდი შრომის შედეგი
Next: მიშა მესხი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე იყო მიწვეული , წამსვე ლიბერდებილების მხედველობის ქვეშ მოექცა და ფეიკს ფეიკზე უგონებენ- ეს ხომ ერთდღიანი ტყუილია, რომლის შემოწმებასაც წუთიც არ სჭირდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025