Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიხეილ მესხი 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევაზე: ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო

მარშალ პრესი 18/06/2025
miheil meskhi4

2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მიხეილ მესხმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დაკავების შემდეგ, სამმართველოს შენობაში შეიყვანეს, სადაც ერთ-ერთი პოლიციელი სთხოვდა, ოპოზიციის მაშინდელი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის და მისი ძმის, გიორგი გაჩეჩილაძის მისამართით შეეგინებინა, უარის შემდეგ კი მესხს იგი ხელკეტით გაუსწორდა.

„შენობაში ბიჭები უკვე ეყარნენ ძირს, დავინახე ორი-სამი ვიდეოგადამღები და გამიხარდა, ალბათ, ჟურნალისტები არიან და აღარ მცემენ-მეთქი. თურმე, თავიანთი პირადი ვიდეოგადამღებები გვიღებდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი მოვიდა და მითხრა, „გრეჩიხებს“, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას აგინეო, რატომ ვაგინო-მეთქი? ადგა და პირდაპირ „დუბინკა“ მირტყა ტუჩებთან, აგინე, თორემ მოგკლავო. საშინელი დღე იყო. ცუდად ვარ, თავი დამანებე-მეთქი. მახსოვს, რომ ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე, რომელმაც უთხრა, რომ გეყოფათ, დაანებეთ თავი და ჩაიყვანეთ ქვემოთო. ამ ადამიანი მერე დაიჭირეს კიდეც, აქციებიდან ვიცნობდი მას. შემდეგ, ჩამიყვანეს კიბეებით ქვემოთ. მაშინ პირველად ვიყავი დროებითი მოთავსების იზოლატორში და იქ ერთი პოლიციელი მოვიდა, სკამის ფეხი ეკავა და ისეთი პირით მაგინებდა დედას, მანდედან ხომ გამოხვალო.“ – განაცხადა მიხეილ მესხმა.

Post navigation

Previous: მიხეილ მესხი 2009 წლის ივნისის აქციების შემდგომ მოვლენებზე: სამმართველოში ბრძანეს გაატარეთ სირცხვილის კორიდორიო – ის მშველოდა, რომ ბევრი მირტყამდა. ისეთ ტკივილს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი გავთიშულიყავი
Next: მიხეილ მესხი: ეკა ხერხეულიძემ შემოგვთავაზა, ბოდიშს თუ მოუხდითო. მეთქი რაზე მოვიხადოთ ბოდიში? პარლამენტარებს გზა რომ გადაუკეტეთ და დისკომფორტი შეუქმენითო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.