Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე ფიცი დადეს

მარშალ პრესი 17/06/2025
131

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა რაბათის ციხეზე საზეიმოდ ფიცი დადეს. ღონისძიებას ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან რეზერვისტებს ფიცის მიღება მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. გენერალმა განსაკუთრებული მადლობა რეზერვში ჩარიცხულ ქალბატონებს გადაუხადა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. 

დღესვე ფიცი დადეს ასევე, ბათუმში მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის  105-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტებმა.

ფიცის დადების ცერემონიას ეროვნული გვარდიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეზერვისტების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ღონისძიებას მოქმედი რეზერვისტებიც დაესწრნენ და სტუმრებს მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.

ფიცის მიღებამდე, რეზერვისტებმა, რვადღიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

4-წლიან სარეზერვო სამსახურში რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეს მოიცავს. მომზადების კურსის მთავარი ამოცანა გეგმიურ შეკრებებზე რეზერვისტებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად, რეალური საბრძოლო და კრიზისებზე რეაგირების უნარების შესწავლაა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები სარგებლობენ ინდივიდუალური სამედიცინო დაზღვევით. სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ეთვლებათ.

 

Continue Reading

Previous: საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის მომზადების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
Next: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჩეხეთში პროფესიული სწავლების კურსი გაიარეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025