Skip to content
17/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

მარშალ პრესი 17/06/2025
1750142593897

გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ, პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა, სამუშაო შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობასა და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გურიის რეგიონში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები დასკვნით ფაზაშია, ეტაპობრივად სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

2022 წლიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით აზომილია 1 800 000 -ზე მეტი მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 1 300 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა 2025 წლის ბოლომდე გრძელდება. მოქალაქეებს, რომლებმაც ვერ მოახერხეს რეფორმაში ჩართვა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შესაძლებლობას აძლევს 2025 წლის ბოლომდე, სრულიად უფასოდ აზომონ და დაირეგისტრირონ მიწის ნაკვეთი.

Continue Reading

Previous: პრემიერის ინფორმირებულობის მიზნით, ოფიციალური კორესპონდენცია ჩორჩანასთან საგუშაგოს აღმართვაზე, მთავრობის ადმინისტრაციაში არცერთი უწყებიდან არ შემოსულა
Next: აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის საუბრები იმის თაობაზე, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ “დიფ სთეითს”, შეეწინააღმდეგებიან ლგბტ პროპაგანდას და დაასრულებენ ხელოვნურ მიგრაციას, ისეთივე შირმა და ფარსია, როგორც “დიფ სთეითის” მიერ ხალხისთვის დაჯერება კორპორაციული მმართველობის უალტერნატივობის

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025