
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, მერის მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების ეტაპებზე, ტურისტული სეზონის მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შეხვედრაზე პროექტების ეფექტიანი განხორციელებისა და სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.