Skip to content
17/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

2009 წლის 15 ივნისის დარბევის შემდგომ მოვლენებზე: საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე „ნაცმოძრაობის“ წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მიყურა, მიყურა და მითხრა – იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, ახალაიაზე და მიშაზე შენ ხმას როგორ იღებ, ქვეყნის პატრიოტებზეო

მარშალ პრესი 16/06/2025
dachi tsaguria

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევის შემდეგ განვითარებული მოვლენები განიხილება, ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ ისაუბრა.

დაჩი ცაგურიას განცხადებით, საკანში მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ხერხეულიძე შევიდა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტისთვის გადაეცა ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, დაჩი ცაგურიას უთხრა, რომ ის ცემის ღირსი იყო და იმიტომაც სცემეს.

„საკანში მეწვია ეკა ხერხეულიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხმალამოღებული წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იმ დროს. მოვიდა და მაშინვე აგდებული დამოკიდებულებით, აბა ერთი სად ხარ დამენახეო, მაშინვე ვუთხარი რა გინდა, რატომ მოხვედი-მეთქი. მეო ხო იციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვარო. ხო და ხომ ხედავ ნაცემი, ნაწამები ამ მდგომარეობაში ვარ და ხომ ხარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხო და გაყენებ საქმის კურსში, რომ მიხვიდე და მოახსენო შენს პარლამენტს და შენი სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულო, მოვუყევი ყველაფერი რაც ხდება-თქო.

მიყურებს მიყურებს და იცი რას გეტყვიო, შენო საცემი ხარ და მაგიტომაც გცემესო, დიახაც საცემი იყავიო, ახალაიაზე შენ ხმას როგორ იღებო, ქვეყნის პატრიოტებზე, მიშაზე ხმას როგორ იღებ, მიშა რომ არ ყოფილიყო ქვეყანა აღარ გვექნებოდაო და რაღაც სისულელეები. გავოგნდი და ვკითხე ხომ არ მეშლება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხომ ხარ-თქო. მოდიხარ და ნაცემ პატიმარს მეუბნები, რომ ღირსი ვიყავი-თქო და კიო, ღირსი იყავიო. თავზე დავახურე, გავეცი პასუხი, ვინც და რაც იყო, მაგრამ მასთან დისკუსია აღარ მინდოდა. ვუთხარი შემიყვანეთ კამერაში აღარ მინდ ამასთან ლაპარაკი-მეთქი“,-განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

Continue Reading

Previous: მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: მე პირადად დამაკავა გიორგი გეგეჭკორმა, თბილისის პოლიციის შეფმა, რომელიც ყოველთვის სასტიკად გვისწორდებოდა, რუსეთის აგენტები ხართო – სწორედ იმ რუსეთში გაქცეულა, რომელზეც ჩვენ გვეუბნებოდა
Next: მერაბ ჭიქაშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე: როგორია, რომ უყურებ როგორ სცემენ შენ თვალწინ გამეტებით ჟურნალისტ გოგონას, რომელიც იციან, რომ ჟურნალისტია და შემდეგ ამ გოგონას ვინც გადაეფარა და შეიყვანა ე.წ. ჯიხურში, როგორც სცემეს ის პოლიციელი, რომ ბიჭო რას აკეთებ შენ?!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025