ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის მცირეწლოვანი

215
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი – იუწყება ისრაელის მედია.

დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.

Channel 12 იუწყება, რომ რაკეტა საცხოვრებელ კომპლექსს დაეცა, ხოლო გაფანტული ნამსხვრევები გამაგრებულ ოთახში მყოფი ოჯახის წევრებს მოხვდა.

მანამდე „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების – აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება