Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ აბაშიძე 2009 წლის აქციებზე: ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები – დათა ახალაია და სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს, ერთობოდნენ

მარშალ პრესი 16/06/2025
zurab abashidze

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2009 წლის 15 ივნისის მშვიდობიანი აქციის დარბევისას ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტები განიხილება, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

ზურაბ აბაშიძის გაცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე მყოფ ახალგაზრდებს, პროვოკაციის მოწყობის მიზნით, იმჟამინდელი უშიშროების მაღალჩინოსანი დათა ახალაია, სანოძესთან ერთად, უშიშროების შენობიდან კისტის თოფს ესროდა. „ჩიტაძის ქუჩაზე, ახლა სადაც უშიშროების სამსახურის შენობაა, მაშინ შსს და უშიშროება ერთად იყო. იქ იყვნენ უშიშროების თანამშრომლები და სახეზე ვინც ვიცანი ერთი იყო დათა ახალაია და მეორე სანოძე, რომლებსაც ჰქონდათ ტირის თოფი და ესროდნენ ახალგაზრდებს. ქვემოდან ვუყურებდი და ვუთხარი რას აკეთებთ, ეს რომ ვინმეს თვალში მოხვდეს-მეთქი. ერთობოდნენ, წყლებს ესროდნენ ახალგაზრდებს, ეს იყო პროვოცირება.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

Continue Reading

Previous: ტენდენცია შეიქმნა, როდესაც კონკრეტული ქვეყნების ელჩები თუ დიპლომატები, თავისი ნაბიჯებით, დუმილით რადიკალიზმის წახალისებით თვითონვე ახდენენ თავიანთი თავის დისკრედიტაციას მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
Next: საელჩოების მაშინდელი განცხადებები უკვე მწვანე შუქი იყო სააკაშვილისა და მისი ხელისუფლებისთვის, რომ ძალადობრივად ემოქმედათ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025