Skip to content
16/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროკავშირის 17 სასანქციო პაკეტის მიუხედავად, რუსეთის ექსპორტი 2024 წელს თითქმის 20%-ით გაიზარდა – Tagesspiegel

მარშალ პრესი 15/06/2025
120

ევროკავშირის სანქციების 17 პაკეტის მიუხედავად, რუსეთის ექსპორტი 2024 წელს, როგორც ჩანს, თითქმის 20 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტი არ არის, – ამის შესახებ tagesspiegel-ი იუწყება.

კიოლნის ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის (IW) ანალიზზე დაყრდნობით, ჟურნალი იტყობინება, რომ კრემლის ხელმძღვანელის, ვლადიმერ პუტინის სამხედრო ბიუჯეტი უკრაინაში შეჭრის შემდეგ კვლავ “კარგად არის შევსებული”. 2024 წელს, რუსეთის საექსპორტო შემოსავალმა დაახლოებით 330 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დასავლეთის სანქციების შემდეგ, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან. მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი რუსული ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი მყიდველები არიან, რითაც რუსეთის სამხედრო ბიუჯეტს მილიარდობით დოლარით ავსებენ.

“რუსეთის ვაჭრობა დასავლეთის ქვეყნებთან, როგორიცაა გერმანია, იტალია, ასევე, შეერთებული შტატები, 92 პროცენტით შემცირდა. თუმცა, ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ უნგრეთმა, ასევე ბრაზილიამ, თურქეთმა და ისრაელმა მნიშვნელოვნად მეტი რუსული საქონელი შეისყიდეს”, – ნათქვამია მოხსენებაში. ამასთან, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ შეეგუა სანქციებს და გახსნა სხვა ბაზრები.

Continue Reading

Previous: ტულსი გაბარდი გვარწმუნებდა, რომ ირანს შეჩერებული ჰქონდა ბირთვულ იარაღზე მუშაობა და ასე უცებ შექმნეს? მიზეზი ბირთვული იარაღია, ვითომ?
Next: პროკურატურამ განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025