Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებულია – ჯორჯიან ეარვეისი

მარშალ პრესი 14/06/2025
GEORGIAN AIRWAYS

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო მგზავრებს მიმართავს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით რეისები გაუქმებულია.

„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ მგზავრებს, რომლებმაც აღნიშნულ რეისებზე ბილეთი შეიძინეს, მისი გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

„გაცნობებთ, რომ 14 და 15 ივნისს თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გაუქმებულია. მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისებზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას“, – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Post navigation

Previous: ფერიის საჯარო სკოლაში, მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა
Next: შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ღონისძიება გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.