IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ეკა ბესელიას პარტია “სამართლიანობისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას და განაცხადს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს:

“პარტია “სამართლიანობისთვის” დღეს მიმართავს ცესკოს,რათა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

პარტია  არჩევნებში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდება  სახელით  ეკა ბესელია – პოლიტიკური პარტია ” სამართლიანობისთვის”, რომელიც  დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილოებას საპარლამენტო არჩევნებში. “– ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება