Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი – ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას

მარშალ პრესი 13/06/2025
otar anguridze

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი. 15 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ეს სრულად საკმარისად აღმოჩნდა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს გამოეყენებინა, – ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ ანგურიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელი იმას ადასტურებს, რომ საქართველოს მიმართ ინვესტორების ნდობა მაღალია, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიები ადგილობრივი ინვესტორების საკუთრებაში გადმოდიან, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია.

“მიმდინარე წლის პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა შეადგინა 179,4 მლნ აშშ დოლარი. 15 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, მაგრამ ეს სრულად საკმარისად აღმოჩნდა რომ პოლიტიკურად ანგაჟირებულ ხალხს გამოეყენებინა. მაგრამ აქ რამდენიმე ნიუანსია, რომელთაგან განსაკუთრებით გამოვყოფ რამდენიმეს:

1. ნათლად ჩანს რომ არსებულ ინვესტორების მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა მაღალია, რაც აისახება რეინვესტირების მაღალ მაჩვენებელში.

2. მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც არავინ საუბრობს არის ის, რომ კომპანიები გადმოდის ადგილობრივი ინვესტორების საკუთრებაში, რაც გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია;

3. ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობიდან გამომდინარე კომპანიებმა დაიწყეს საგარეო ვალდებულებების გასტუმრება, რაც საგარეო ვალის შემცირებას იწვევს და არანაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისათვის.

ერთი ფრიად საგულისხმო ტენდენცია, რაც განაპირობებს ქვეყნის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას არის ის, რომ ინვესტიციები იზრდება ენერგეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით და ძირითადი ინვესტორები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ.” – წერს ოთარ ანგურიძე.

Post navigation

Previous: სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
Next: როგორც ჩანს, ირანს არ აქვს საშუალება ისრაელს ჯეროვანი სამხედრო პასუხი გასცეს, რის გამოც ამ ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციაც შეიძლება დაიწყოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.