Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შანტაჟი გრძელდება – კახა კალაძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე

მარშალ პრესი 13/06/2025
kakha kaladze

ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადების კომენტირებისას, აღნიშნა.

მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში შანტაჟი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა და ყველასთვის ცნობილია, თუ რა არის ამის მიზანი.

„შანტაჟი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ, გრძელდება, განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გაჩაღდა ომი. ვიცით, თუ რა იყო წინაპირობა, რას ითხოვდნენ საქართველოსგან – ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა. გარდა ამისა, არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი გვაშანტაჟებდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მზადყოფნაში დაეწყო და გაეჩაღებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ, ამასთანავე, უნდა მივერთებოდით სანქციებს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და დღესაც ეს პოლიტიკა და ეს დამოკიდებულება გვაქვს, გვინდა მშვიდობის შენარჩუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში მალე შეიცვლება.

„ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და, პირველ რიგში, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლის მოსწავლეთა წახალისების მიზნით, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიაზე განცხადების მიღება მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყება და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება
Next: საქართველოს მთავრობის დახმარებით ვაგრძელებთ ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია – ნინო ლაცაბიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.