Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა, ისრაელმა ირანზე დარტყმისთვის ღამით 200 მოიერიშე გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა

მარშალ პრესი 13/06/2025
1749798273-isr

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა, – ამის შესახებ „სიენენი“ ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმზე“ დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, დაღუპულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო.

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.

მისი თქმით, ისრაელელი პილოტები ჯერ კიდევ უტევენ ირანის სხვადასხვა რაიონში სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს.

„დარტყმები ზუსტი და სინქრონიზებული ოპერაციის ნაწილი იყო. პილოტები ჯერ კიდევ უტევენ სამხედრო და ბირთვული პროგრამის სამიზნეებს ირანის სხვადასხვა რაიონში“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფიმ დეფრინმა.

Post navigation

Previous: ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ, გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას
Next: გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით სამხარეო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.