Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხომ არ იყო გავრილოვის ჩამოსვლა ხოშტარიასთვის ფულის გადაცემის მიზნით განპირობებული და ხომ არ მოხმარდა ეს ფული სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განხორციელებას

მარშალ პრესი 17/06/2022
დავით ქართველიშვილი

„ლეგიტიმურია ეს კითხვები დღესაც, მით უმეტეს რომ – “რა ფულით აორგანიზებს” ხოშტარია 20 ივნისის აქციას – ამაზე პასუხი ირიბად უკვე გაცემულია. “გავრილიადის” სამი წლისთავს – იგივე შემსრულებელი, იგივე წამყვანი – ხოშტარია და როგორც ჩანს, იგივე დამფინანსებელი ეყოლება“– წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„მესმის, რომ უცხო ქვეყნის დეპუტატი არ გაიჩხრიკებოდა საზღვარზე, მაგრამ ამ ახალი გარემოებების ჭრილში მართლა დაფიქრდები კაცი: რა ოდენობის თანხის ჩამოტანა შეეძლო სამი წლის წინ “მარიინსკის თეატრის” ფინანსური ხაზით გავრილოვს, ხომ არ იყო მისი ჩამოსვლა მათ შორის ხოშტარიასთვის ფულის გადაცემის მიზნით განპირობებული და ხომ არ მოხმარდა ეს ფული სახელმწიფო გადატრიალების სცენარის განხორციელებას. ლეგიტიმურია ეს კითხვები დღესაც, მით უმეტეს რომ – “რა ფულით აორგანიზებს” ხოშტარია 20 ივნისის აქციას – ამაზე პასუხი ირიბად უკვე გაცემულია. “გავრილიადის” სამი წლისთავს – იგივე შემსრულებელი, იგივე წამყვანი – ხოშტარია და როგორც ჩანს, იგივე დამფინანსებელი ეყოლება. ერთი წარუმატებელი პერფორმანსი გუშინ ვიხილეთ – მორიგი ორშაბათს გველოდება. მაგრამ რამდენად საინტერესოა ის “კინო”, რომელიც ასჯერ გაქვს ნანახი, რომელსაც უნიჭო რეჟისორი ჰყავს, მეორეხარისხოვანი მსახიობები და კონკრეტული სპეცსამსახურების ფინანსური დახმარებით არის გადაღებული…“– წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ყველა სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთნაირი დავალებაა. წერტილი
Next: ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.