Skip to content
14/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს

მარშალ პრესი 12/06/2025
zaal mikeladze1

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მიქელაძე წერს, საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის პარალელურად, არავისგან ისმის პროტესტი იმის გამო, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მოსკოვს ,,რუსეთის დღეს” ულოცავს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე მწვავე პროცესების კვალდაკვალ კი, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მშვიდობიან განვითარებას, რასაც ადასტურებს უნგრეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებები.

,,გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი” – გაუგია ნაცელიტას და იმდენი ,,უჩხიკინეს” პოლონურ მიშისტურ ხვრელს, რომ ყველაზე დიდი გველი ,,გამოიყვანეს” ასპარეზზე, მაგრამ არ დააყოვნეს ქართველმა ახალგაზრდებმა და 2:1 -ით დაადუმეს.
და აი საოცრება – რუბიო სამყაროს ,,რუსეთის დღეს” ულოცავს და არ შემხვდა გაბედულები შინ თუ გარეთ, რომ გააპროტესტონ. თუმცა ბალტიისპირელ ,,სუპერდემოკრატებს” ამისთვის არ სცალიათ – მთელი ქვეყანა ,,საარჩევნო მაკულატურის” დალაგებითაა დაკავებული.

და ამ დროს ჩვენი ხელისუფლება შუა ევროპაში მეგობრობასა და მშვიდობაზე აწერს ხელს!
ჩვენ ყველა ბრძოლას მოვიგებთ!
გაიგეთ-ქართველი ხალხი ვერ ეგუება ჩაგვრას, ზიზღს, უსამართლობას, უსამშობლობას, ძალადობას – ფიზიკურს თუ მორალურს,” – წერს ზაალ მიქელაძე.

Continue Reading

Previous: ბრიტანეთში პოლიცია დღეში საშუალოდ 30 ადამიანს ინტერნეტში შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გამო აკავებს
Next: გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში – ვიქტორ ორბანი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025