Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა

მარშალ პრესი 12/06/2025
01

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური კავშირების მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

აღინიშნა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის მნიშვნელობა სექტორული კავშირების შემდგომი გაღრმავების კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და უნგრეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილეს მშვიდობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშეწყობას განაგრძობს.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა უნგრეთის პრეზიდენტს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

Post navigation

Previous: გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა
Next: სხვა დემოკრატიული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება, როდესაც ისეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, როგორიცაა “ტაბულა“, ან „მომავლის აკადემია“, ესეც არის ექსტრემიზმის წახალისება და ამას ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.