Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

მამაკაცს, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა, გერმანიის სასამართლომ 9 600 ევროს გადახდა დააკისრა

მარშალ პრესი 12/06/2025
analena berboki

„მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ – ფრანკონიელ მამაკაცს გერმანიის სასამართლომ ანალენა ბერბოკისთვის მიყენებული ამ შეურაცხყოფისთვის 9 600 ევროს გადახდა დააკისრა.

ანალენა ბერბოკმა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, კობურგის პროკურატურაში სისხლის სამართლის საჩივარი შეიტანა 58 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. საჩივრის თანახმად, ზემო ფრანკონიის წარმომადგენელმა სოციალურ მედია პლატფორმაზე „X“, “მწვანეების” წარმომადგენელ ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა.

ბრალდებულმა თავდაპირველად სააპელაციო საჩივარი შეიტანა, მაგრამ შემდგომში იგი უკან გაიწვია.

პროცესის მიმდინარეობისას, სასამართლომ სულ ოთხი დანაშაული დაადგინა. პრესსპიკერის თქმით, ორი შეურაცხყოფა, ერთი ბერბოკის და მეორე სოციალ-დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსის, მიხაელ როთის მიმართ, პოლიტიკური წარმომადგენლების შეურაცხყოფას წარმოადგენს, ხოლო, დანარჩენი ორი შეურაცხყოფა, ამ შემთხვევაში სოვსან შებლის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) და მარი-აგნეს სტრაკ-ციმერმანის (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) მიმართ, პირთა შეურაცხყოფის კატეგორიას მიეკუთვნება.

Post navigation

Previous: ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს – ირაკლი კობახიძე
Next: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ამბობს, რომ დასავლეთი, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სანაცვლოდ, 18 წლის ახალგაზრდების მობილიზაციას მოითხოვს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.