Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავინახეთ, რომ აშშ-ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან – ამით რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამაც გასცა

მარშალ პრესი 11/06/2025
tamar chiburdanidze

„როცა აშშ-ის პრეზიდენტმა და სხვა მაღალჩინოსნებმა განცხადებები გააკეთეს, რომ მათთან, აქციების დროს, პოლიციელებს თმიდან ღერი არ უნდა ჩამოვარდნოდათ, გავიფიქრე, ნუთუ, არ შერცხვებოდა ამის ქართულ რადიკალურ ოპოზიციას“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ დაინახა, რომ აშშ-ში აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას იარაღის გამოყენებას უწოდებენ და მომიტინგეს შესაბამისადაც სჯიან, რითაც საქართველოში არსებულ რადიკალურ ოპოზიციას პასუხი კიდევ ერთხელ გაეცა.

„საქართველოში რა უნდა ვთქვათ, როცა პოლიციელები ლამის დაწვეს – ერთმა თვალი დაკარგა, ერთს ფეხი დაეწვა და ამპუტაცია დასჭირდა, 200-მდე დაშავდა და ა.შ. და მაშინ, როცა მათ აქციაზე მომიტინგეთა ნაწილი პიროტექნიკას ესროდა, რადიკალები აცხადებდნენ, რომ ეს ჩვეულებრივი და საერთაშორისოდ მიღებული მოვლენა იყო. აშშ-ში კი, დავინახეთ, რომ აქციაზე და მით უმეტეს, პოლიციელების წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენებას, ჩვეულებრივად, იარაღის გამოყენებას უწოდებენ და [შესაბამისადაც სჯიან]. აქედან გამომდინარე, რადიკალებს ჩვენთან ერთად პასუხი ამერიკამ გასცა. ჩვენ, რა თქმა უნდა, იმავეს მანამდეც ვამბობდით, მაგრამ რადიკალებს ჩვენი არ სჯეროდათ, რადგან ზურგს უკან ძლიერი მხარდამჭერები ჰყავდათ“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

Post navigation

Previous: ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა
Next: მილიარდი მოიგოს ბანკმა და ამ დროს მოსახლეობას სერიოზული პრობლემები ჰქონდეს, ეს დაუშვებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.