Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავდაცვის მინისტრმა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მარშალ პრესი 11/06/2025
099

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი იმყოფება უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, სადაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით, ქვეყნის მთავრობის წევრები საქართველო-უნგრეთის მე-2 მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მონაწილეობენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების, ასევე მინისტრების პირისპირ შეხვედრები გაიმართა; მათ შორის, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის თავდაცვის მინისტრ კრისტოფ შალაი ბობროვნიცკის შეხვდა. მან უნგრელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია და თავდაცვის კუთხით არსებული თანამშრომლობის დოკუმენტის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს; მხარეებმა ისაუბრეს უნგრეთისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კრისტოფ შალაი ბობროვნიცკის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე უნგრეთის მხარდამჭერი პოზიციის მნიშვნელობა.

ორმხრივი შეხვედრების შემდეგ, გაიმართა საქართველო-უნგრეთის მე-2 მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, სადაც პრემიერ-მინისტრები და მთავრობის წევრები სიტყვით გამოვიდნენ. სიტყვით გამოსვლისას, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიციიდან ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და კავშირების განმტკიცებას.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის თანათავმჯდომარეობით ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართა
Next: გლობალისტებისთვის მმართველობის ყველზე მისაღები ფორმა კორპორაციული მმართველობაა, საქართველოში სწორედ ეს ბრძოლა მიმდინარეობს – „დიფ სთეითი“ ყველა საშუალებით ცდილობს მოახდინოს სახელმწიფო გადატრიალება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.