Skip to content
08/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, ამას ჰგავდა ეს განცხადება. საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო

მარშალ პრესი 11/06/2025
mamuka mdinaradze

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომ გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საგრანტო წინადადებები.

„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, დაახლოებით ამას ჰგავდა ეს განცხადება, რაც სამწუხაროა ბრიტანეთის საელჩოსგან. არის წესი, რომელსაც ადგენს ქვეყანა. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ და თქვენ იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს და რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ეს არის ძალიან ცუდი რამ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“-აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო.

„ზუსტად რომ იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება, რომლის მიხედვით მიმართავ და შეგიძლია თანხმობა მიიღო და დღეს ამბობ, რომ საშინელება ხდება, ეს არის ძალიან ცუდი რამ რაც შეუძლია ბრიტანეთის თუ სხვა ნებისმიერ საელჩოს გააკეთოს. სადიალოგო აქ არაფერია. ძალიან მალე იქნება შესაბამისი ნორმა ძალაში შესული და საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო. როდესაც იციან, რომ ასეთი თანხმობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კეთილშობილური მიზნებისთვის დაიხარჯება ეს თანხა, წინასწარ რაღაცების პრევენცია ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია, თუმცა დიდადაც არ გვაშფოთებს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა
Next: ბაჩიაშვილს, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყოს აქვს მოლოდინი, რომ ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს წავალ მერე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ ეს ასე არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.