დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ სკოლებს, რომლებიც შემოდგომაზე არ გაიხსნება, შესაძლოა, ფედერალური დაფინანსება შეუწყდეს.
„დემოკრატები ფიქრობენ, რომ მათთვის სკოლების ნოემბრის არჩევნებამდე გახსნა პოლიტიკურად ცუდი ნაბიჯი იქნება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის. თუკი სკოლები არ გაიხსნება, შესაძლოა, მათ დაფინანსება შეუწყდეს“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
მისივე განცხადებით, გერმანიაში, დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში სკოლები „უპრობლემოდ გაიხსნა.“
კომენტარის დატოვება
ინიციატივა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოიჩინა, მისასალმებელია – თუ შეთანხმება მოხდა,...