Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, სირიაში, ყველგან გვინახავს და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა

მარშალ პრესი 11/06/2025
petre tsiskarishvili

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გადაცემაში „რეაქცია“ წამყვანის კითხვაზე, თუ როგორ ხდება ხელისუფლების დამხობა „ბოიკოტს ვინარჩუნებთ და ვაგრძელებთ ამ რეჟიმს თუ სხვა ქმედებაზე გადავდივართ?“, ცისკარიშვილი აცხადებს, რომ „ბოიკოტს ინარჩუნებ, საპროტესტო ტალღას აფართოებ, მეტ მომხრეს მოიმხრობ, კიდევ უფრო გააძლიერებ ოპოზიციურ მოძრაობას, ჩამოიშლება ვერტიკალი, ბიძინა ივანიშვილი რჩება მარტო“.

ცისკარიშვილი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც მისი თქმით, ხელისუფლების ჩამოშლა მოხდა, მათ შორის, იშველიებს ბანგლადეშის და სირიის მაგალითს და აცხადებს, „ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა“. „ეს ყველგან გვინახავს, ჩვენს ქვეყანაში გვინახავს, უკრაინაში გვინახავს, აგერ რამდენიმე თვის წინ ბანგლადეში მოხდა, სირიაში, ყველგან ხდება და ჩვენთან რა არის ასეთი განსაკუთრებული, რომ გვიჭირს წარმოდგენა, როგორ ხდება რეჟიმის ჩამოშლა, იმ ვერტიკალის, რაზეც დგას და მერე კი ბატონო, ჩატარდეს უკვე სამართლიან და თავისუფალ გარემოში ის არჩევნები, რომელსაც ასე გამალებით და გაშმაგებით ითხოვენ. ბიძინას მიერ დანიშნული და ჩატარებული არჩევნები რა თქმა უნდა, მიუღებელია.“-განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენ უნგრეთთან გვაკავშირებს მჭიდრო ურთიერთობები და კომისიის სხდომაზე, რომელიც გაიმართება ბუდაპეშტში, საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე
Next: მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია – საზოგადოება “ქართული”

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025