Skip to content
23/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს ძალიან მალე ეყოლება აშშ-ში ოფიციალურად დანიშნული ელჩი, თამარ ტალიაშვილი არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით აღდგეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა

მარშალ პრესი 10/06/2025
irakli kobakhidze2

ჩვენთვის მნიშვნელოვანია აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მილანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურად დანიშნული ელჩი.

„ნამდვილად იყო სპეკულაციები ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ მიიღო ე.წ. აგრემანი ელჩის დანიშვნასთან დაკავშირებით და საქართველოს ძალიან მალე ეყოლება ოფიციალურად დანიშნული ელჩი, უკვე წარდგინება არის გაგზავნილი პრეზიდენტთან და თამარ ტალიაშვილი, რომელიც არის გამორჩეულად ღირსეული კანდიდატი ამ პოსტისთვის, იქნება დანიშნული ელჩის პოზიციაზე. რაც შეეხება ამოცანას, ამოცანა არის აბსოლუტურად ცხადი – ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გვესახება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განვითარება. ჩვენ პირველ რიგში ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობაზე და უფრო მეტიც, ჩვენ ვაცხადებთ ღიად, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა. გვინდა, კონკრეტული გზამკვლევით, კონკრეტული ამოცანებით აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა. ეს არის ელჩის ამოცანაც, რომ დაარწმუნოს ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირებულებითი თანხვედრის პირობებში ეს ურთიერთობები გადაიტვირთება და სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ბრძოლა გრძელდება ახალ ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია იქნება სრულად წარმატებული ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ვამაყობთ იმ მეგობრობით, რომელიც არის ჩამოყალიბებული საქართველოსა და იტალიას შორის, ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების ერთ-ერთი გამოხატულებაა ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნა
Next: ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს ყველაფერი აქვს შესრულებული, მაგრამ მეორე მხრიდან შეჩერებულია საუბრები გაფართოებაზე, ნატოს წარმომადგენლები ნათლად აცხადებენ, რომ არც საშუალოვადიან პერსპექტივაში აპირებენ უკრაინის და საქართველოს გაწევრიანების განხილვას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025