Skip to content
10/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ

მარშალ პრესი 09/06/2025
mamuka mdinaradze

დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ.

მდინარაძის განცხადებით, 10 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საქართველო აშშ-ს კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას დაასწრებდა, ამის გამო, დასცინებდნენ, თუმცა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მისივე თქმით, მომავალში კიდევ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-სა და ევროპაში, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო.

“თუ შენ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იდენტიფიცირება გაადვილდეს. ეს არის საფუძველი საქართველოშიც, აშშ-შიც უკვე, იმისა, რომ ნიღბების ტარება აიკრძალა აქციების დროს, ისე, სხვა ადგილას და სხვა დროს, ნიღბის ტარებას არავინ არავის უკრძალავს. თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთი წლით, ორი წლის, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იმავეს ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში. 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით – მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ. ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: უცხოური დახმარება ქველმოქმედება არ არის – ის აშშ-ის ეროვნული ინტერესების ხელშესაწყობად არის შექმნილი
Next: როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025