Skip to content
10/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა-თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ

მარშალ პრესი 09/06/2025
tamta megrelishvili

„სანქციები პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია რომელსაც ქართული ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ითხოვს, მაგრამ რეალურად არცერთი სანქცია პოლიტიკურად არ მუშაობს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც იტალიაში თბილისის მერის, კახა კალაძის ვიზიტს ეხმიანება. მეგრელიშვილის თქმით, „თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ და რატომ მსჯელობენ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?!“

„სანქციები პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია რომელსაც ქართული ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ითხოვს, მაგრამ რეალურად არცერთი სანქცია პოლიტიკურად არ მუშაობს! ყველა დონეზე ხდება მოქმედი ხელისუფლების აღიარება და მეტიც, ყველა, ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოებასა და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისათვის, მისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფიქრობს. მაგალითად იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.

გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ორივე მხარე თანხმდება, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით და ამ შესაძლებლობებს ორივე მხარე გამოიყენებს. ამ ფონზე ვსვამ კითხვას- გთხოვთ მაჩვენეთ დაწესებული სანქცია რომელმაც იმუშავა და მიპასუხეთ თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა “მოქმედებს რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ და რატომ მსჯელობენ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?!“-წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.

Continue Reading

Previous: თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?
Next: იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ეროვნული არქივის თანამშრომლებს არქივების საერთაშორისო დღე მიულოცა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025