IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„კრიმინალისგან თავისუფალი ქვეყნის რეიტინგებში ევროპის მასშტაბით პირველი ადგილი ძალიან სერიოზული განაცხადია“ – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილი მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“-ს კვლევას.

„თუმცა ეს არაა მხოლოდ კრიმინალისგან თავისუფლება. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკასთან, ტურიზმთან, ინვესტიციების მოზიდვასთან, ამიტომ ამ თვალსაზრისით ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სერიოზული განაცხადია. ამის უკან დგას ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ძალიან კარგი მუშაობა, ჩვენი აქტიური თანამშრომლობა, პარტნიორობა მაღალი დონის საერთაშორისო პარტნიორებთან: აშშ-თან, ევროკავშირის ქვეყნებთან“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

კრიმინალისა​გან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა.

გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Nubeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს, რომელმაც ამჯერად 2020 წლის პირველი ნახევრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება